5 მარტს ხაშურის N 1 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის გუნდის ,,ბონუს ევენტუსის'' წევრებმა გადაწყვიტეს კვლავ მოეწყოთ დასუფთავების აქცია. გუნდის წევრები იმყოფებოდნენ ხაშურის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირია ხალხმრავლობა და ეს ადგილი იყო ძალიან დანაგვიანებული.
"გავლისას ყოველთვის ვფიქრობდით მის დალაგებას და საბოლოოდ ამ პროექტის წყალობით გადავწყვიტეთ აქცია მოგვეწყო. სავაადმყოფოს ტერიტორია მოგეხსენებათ უნდა იყოს აუცილებლად დალაგებული და უსაფრთხო. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო არსებობისთვის. დასუფთავების აქციები ვფიქრობ არის ის მინიმალური რამ რაც ყველას შეგვიძლია და მხარს ვუჭერთ ერთიანობას და აქტიურობას" - ამბობს ხაშურის N1 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი.
ხაშურის N1 სკოლის ეკოკლუბელები ხშირად დადიან დასუფთავების აქციებზე, მაგრამ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის საშუალებით დამოუკიდებლად დაიწყეს აქციებ ის დაგეგმვა წვიმაშიც და თოვლშიც. ხაშურში უკვე იცნობენ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც პროგრესისკენ ისწრაფვიან.