ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბ„ბიოს“ არ ავიწყდება სოფლის მარტოხელა მოხუცები, რომლებიც თებერვალში უხვი ნალექის გამო ჩაიკეტნენ და პროდუქტების ყიდვას ვერ ახერხებდნენ დიდი თოვლის გამო.
გუნდმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, შექმნეს პლაკატები და მოაწყვეს აქცია „არა შიმშილს“ და „არა სიღარიბეს“, რომელშიც აქტიურად ჩართული იყო, როგორც გუნდის წევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორი, სკოლის თვითმმართველობა, მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობა.
ერთიანი ძალებითა და მონდომებით მოხდა თანხის შეგროვება და მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით შეიძინეს საჭირო პროდუქტები და სამედიცინო პრეპარატები, ნაწილი სახლიდან მოიტანეს და სოფელში უსახსრობისა და უამინდობის გამო დარჩენილ ადგილობრივებს სახლში საკუთარი ხელით მიუტანეს.
ერთერთის ბენეფიტის შვილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. მოხუცი უამინდობის გამო ჩაიკეტა და ვერ ახერხებდა პროდუქტების შეძენას.
გაწეული დახმარებისათვის ყველა მარტოხელა მოხუცი საჯაროდ მადლობას უხდიდა ეკოკლუბს და მთელს სკოლას.