ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეკოკლუბმა "შეუპოვარმა" გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით გამოაცხადა კონკურსი ,,საუკეთესო ბუდე ჩიტისათვის’, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს სახლები გადამფრენი და არაგადამფრენი ფრინველებისათვის.
ბუდეებზე ჩიტების კომფორტისათვის დამონტაჟებულია სპეციალური ქანდარა და გამოყოფილია დიდი თავისუფალი შიდა სივრცე . ეკოკლუბის წევრებმა ბუდეები განათავსეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნეკერჩხლის ხეებზე, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ფრინველები.
ამ აქტივობის შედეგად ჩიტები გახდებიან ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ულამაზესი ეზოს ლანდშაფტის ნაწილი, რითაც ეკოკლუბელებს საშუალება მიეცემათ დააკვირდნენ, რომელი სახეობის ფრინველები სტუმრობენ მათი სკოლის ეზოს.
ეკოკლუბელების მიზანია ჩიტებს მოუმზადონ მოსასვენებელი ადგილი, რომლებიც სიმყუდროვის ძებნისას ხშირად ჩნდებიან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამით მოსწავლეებს სურთ თავადაც განივითარონ ემპათიური დამოკიდებულება და ისწავლონ ზრუნვა გარემოში მობინადრე ცოცხალ არსებებზე.