თბილისის N45 სკოლის ეზოს ხე-მცენარეების ახალი ჯიშები შეემატება

თბილისის N45 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები დაუღალავად შრომობენ ლოკალური მასშტაბით გარემოს დასუფთავებისა და გამწვანებისთვის. კლუბის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს ახალი, ინოვაციური, თემატური აქტივობების დაგეგმასა და მათ შემდგომ გახორციელებას. აღსანიშნავია რომ ბავშვები მარტო არ არიან. გარდა სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისა, სახელმწიფო ინსტიტუტებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

1 მარტს, N45 სკოლის ეკოკლუბ  “მწვანე სიცოცხლეს” წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელის  პედაგოგ - მზია საკანდელიძის დახმარებითა და შუამდგომლობით, ამჯერად თბილისის საკრებულოს ეწვივნენ, სადაც გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან მეტად დამაიმედებელი შეხვედრა გაიმართა. 

კლუბის წევრების მხრიდან გაიჟღერა არსებულმა პრობლემებმა და მათი გადაჭრის გზებიც მალევე მოიძებნა. საკრებულოს წევრის დაპირებული გამწვანებითი სამუშაოებიც მალე დაიწყება N45 საჯარო სკოლის ბაღის სივრცეში და ხე-მცენარეების ახალი ჯიშები შეემატება სკოლის ბაღს.