შეშა, მბოლავი ფეჩი და გაკვამლული საკლასო ოთახი საპატრიარქოს სკოლებში (ვიდეო)

საპატრიარქოს  საკუთრებაში არსებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში მძიმე მდგომარეობაა. პოსტსკრიპტუმი რამდენიმე სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. გადამღები ჯუფი თავდაპირველად დაბა ხარაგაულში ჩავიდა. მეოთხე გიმნაზიაში მხოლოდ ერთი სასწავლო ოთახია გარემონტებული, დანარჩენი ოთახები კი სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა-კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი ბათქაში ცვივა. სკოლაში გათბობისათვის შეშის ღუმელს იყენებენ, თუმცა ისიც გაუმართავია. საკლასო ოთახში კვამლის გამო მხედველობა გართულებულია. ღუმელში შეშას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ბავშვები ალაგებენ. სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მათი ხელფასები მწირია და მასაც თვეების დაგვიანებით იღებენ. ივნისის ხელფასი მათ ერთი კვირის წინ აიღეს. მიუხედავად ამისა სკოლაში ამბობენ, რომ ხელფასების ლოდინი ენთუზიაზმზე არ აისახება. სკოლაში ყვებიან, რომ საპატრირქოს გიმნაზიაში რაიონში ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მეტი მედალოსანი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ჰყავთ. ნახეთ სიუჟეტი: https://www.youtube.com/watch?v=hzvlGTzr3lg