დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ბუნების ქომაგების" წევრებმა და მოხალისეებმა დაამზადეს ,,მწვანე ყუთი", რომლებიც განკუთვნილი იქნება ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად და სკოლის სამივე სართულზე განათვსეს.
ეკოკლუბის წევრების მიზანია, მაკულატურის შეგროვებით რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი დაიყაროს სკოლის ტერიტორიაზე, ნაკლები ხე მოიჭრას ქაღალდის დასამზადებლად, ასევე, ამაღლდეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცნობიერება ბუნებასთან მიმართებაში.
ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და გააცნეს ყუთების დანიშნულება. აუხსნეს, თუ რა არის მაკულატურა რა დანიშნულება აქვს და რა სიკეთის მოტანა შეუძლია გარემოსთვის. ბავშვებს განუმარტეს, რომ დაზოგონ ქაღლდის გამოყენება, შეაგროვონ გამოყენებული ქაღალდი რათა გამოყენებული ქაღალდის გადამუშავებით თავიდან აიცილონ ხეების მოჭრა. სკოლის მოსწავლეებს მოეწონათ ეს იდია და გამოთქვეს აქციაში აქტიურად ჩართვის სურვილი.