დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის მეათე და მეთერეთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ეკოკლუბის წევრების ინიციატივით მოაწყეს დასუფთავების აქცია სკოლის გარე პერიმეტრზე.
აღსანიშნავია, რომ სოფელ სამრეკლოს სასკოლო საზოგადოება სისტემატურად ერთვება გარემოს დაცვით აქტივობებში. მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით შემოიარეს სკოლის შიდა ტერიტორია, მოკრიფეს ნარჩნები (პოლიეთილენის პარკები, ქაღალდები, პოლიეთილენისა და შუშის ბოთლები) მოათავსეს სანაგვე პარკებში და გაიტანეს სკოლის გარეთ მოთავსებულ სანაგვე ურნაში.
ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ გარემოს დაბინძურების საფრთხეები რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეკოკლუბელებს იმედი აქვთ, რომ მოსწავლეები შეძლებენ სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრებას გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.