"დაეხმარე ვიზიტორს საქართველოს აღმოჩენაში"

ქალაქ ქუთაისის N13 სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრისა და ეკოკლუბ "მაგნოლიას" თანამშომლობის შედეგად განხორციელდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის აქტივობა, "დაეხმარე ვიზიტორს საქართველოს აღმოჩენაში". ბავშვები დაიყვნენ რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს დაევალა გაცნობოდნენ საინფორმაციო ხასიათის ტექსტს, რომელშიც აღწერილი იყო საქართველოს კუთხეების ღირშესანიშნავი ტურისტული ობიექტები.

ტექსტში ყურადღება გამახვილდა ეკოტურისტულ ობიექტებზე. მოსწავლეებს ჰქონდათ დავალება შეექმნათ პროდუქტი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევდა საქართველოს კონკრეტული კუთხის ეკოტურიზმის ობიექტებს თუ ისტორიულ ძეგლებს. გარდა ამისა, მათ წინსწრებით ჰქონდათ მიცემული დავალება სურვილისამებრ შეექმნათ რაიმე ობიექტის თუ ისტორიული ძეგლის მაკეტი, რომელსაც შემდგომ გაუკეთებდნენ პრეზენტაციას.

თითოეული კუთხის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, ბავშებმა ასევე შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთები, მაკეტები, ელექტრონული პრეზენტაციები და წარმოადგინეს ისინი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე თუ რა გეგმას შესთაზებდნენ ვიზიტორს იმერეთის რეგიონში სტუმრობისას.