ჩაქვის N1 სკოლის ეკოკლუბ “ჩირაღდანის” წევრები ესტუმრნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროცესის თემა იყო არალეგალური ნაგავსაყრელი და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.
"მოსარჩელე" ხატია დავითაძე ბრალდებულ "მეზობელს" ედავებოდა მდინარესთან ახლოს არალეგალური ნაგავსაყრელის გაკეთებას, რის გამოც დაბინძურდა წყალი და მისი საკალმახე მეურნეობის დაზარალება გამოიწვია. ის კომპენსაციის სახით თხოვდა გარკვეული რაოდენობის თანხას. "მოპასუხე" გ. ბერიძე არ თვლიდა თავს დამნაშავედ, რადგან ის ტერიტორია სადაც არალეგალური ნაგავსაყრელი ჰქონდა გამართული მის საკუთრებაში შედიოდა. იგი ამტკიცებდა, რომ საკუთრების გამოყენების უფლება აქვს საჭიროებისამებრ.
სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბერიძის საწინააღმდეგოდ და დააკისრა ხატიასთვის კომპენსაციის გადახდა.