ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ეკოკლუბი „მწვანე პროგრესი“ კვლავ აქტიურად ჩაერთო უკრაინის დასახმარებელ მოძრაობაში. ეკოკლუბელების ინიციატივით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისაგან შექმნეს ორიგინალური დეკორაციები: ხელოვნური ეკოსისტემები, ვაზის დიორამები, ქაღალდის სანიშნეები, ცხოველების საბინადრო გარემოს დოირამები.
ნივთების დამზადება თავისუფალ გაკვეთილებზე მიმდინარეობდა. ბავშვები დიდი ხალისით მუშაობდნენ და უხაროდათ, რომ კვლავ შეძლებდნენ უკრაინელი ბავშვების თანადგომას. ეკოკლუბელებმა ნაშრომები გაყიდეს და შეგროვებული თანხა ქუთაისთან დაძმობილებულ უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებელ ფონდში გადარიცხეს.
ქუთაისის სკოლა "პროგრესის" ეკოკლუბლები აპირებენ 3 მარტს მარტოხელა დედებს საგაზაფხულო დეკორაციების დამზადებით და გაყიდვით დაეხმარონ.