,,ფრინველთა მუზეუმი“ ჩოხატაურის სოფელ ქვაბღის სკოლაში

ჩოხატაურის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მორიგი პროექტი - ,,ფრინველთა მუზეუმი“ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ შავი ზღვის ბინადარ ფრინველთა თვისებებს. სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ პატარა მოხალისეები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით. პირველ აქტივობაში პატარებმა მონაწილეებთან ერთად საინფორმაციო ბარათებიდან შეარჩიეს იმ ფრინველთა ბარათები, რომელიც უნდა გამოძერწილიყო და განთავსებულიყო მუზეუმში.

 

ამის შემდეგ თითოეული საინფორმაციო ბარათი დამუშავდა პროექტის მონაწილეების მიერ. მათ პატარებს წაუკითხეს ინფორმაცია შერჩეული ბარათებიდან შავი ზღვის მობინადრე ფრინველების შესახებ და დაათვალიერებინეს ფოტოები. კლუბის წევრები შემთხვევითობის პრინციპით გაიყო ჯგუფებად და შეარჩიეს სასურველი ფრინველების ფოტოები, რათა ძერწვის დროს დააკვირდნენ ფრინველების გარეგნულ ნიშნებს და შეფერილობას. ამის შემდეგ ჯგუფებმა წინასწარ ოჯახის წევრებთან ერთად ხორბლის ფქვილით, ეპოქსიტის წებოთი და საღებავი ფხვნილებით  მომზადებული. გაფერადებული ცომის დახმარებით გამოძერწეს თავიანთი სურვილით შერჩეული ფრინველები: ქოჩორა ყვინთია, ტბის თოლია, მელოტა, მცირე  წინტალა და შავჩიჩახვიანი ღორიხვა. დასრულების შემდეგ  წარადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს მათზე, შეურჩიეს ადგილი და გამოფინეს, რათა სკოლის ყველა მოსწავლემ შეძლოს მათი ნახვა და ინფორმირება. პრეზენტაციის ბოლოს  კლუბის წევრებმა მოისმინეს პატარა მოხალისეების შეფასებები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

 

გამოფენის შემდეგ პროექტის მონაწილეებმა წყვილებში ამოხსნეს თავსატეხი (მოცემული მინიშნებების დახმარებით) სადაც ჩამალული იყო იმ ფრინველთა სახელები, რომელსაც გაეცნენ და გამოძერწეს.

ბოლოს თემა შეჯამდა და მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა - ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველაზე საუკეთესო საშუალება მისი შესწავლაა. ასევე მნიშვნელოვანია საფრთხეების დანახვა, მისი გაცნობიერება და გადაჭრის გზების მოძებნა. ეკოკლუბელებმა დაასკვნეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ყველას ვალია.