მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ირიდამ" განახორციელა აქტივობა სახელწოდებით: "ერთად გაუფრთხილდეთ ბუნებას". აქტივობის მიზანი იყო სკოლაში მაკულატურის შესაგროვებლად განკუთვნილი ყუთების დამზადება.
კლუბის წევრებმა დაამზადეს მწვანე ყუთები. ბავშებმა დიდი ყუთები განათავსეს სართულებზე, შედარებით პატარა ყუთები დადგეს კლასებში. კლუბის წევრები გადანაწილდნენ და სხვადასხვა კლასებთან ჩაატარეს შეხვედრები. მოსწავლეებს აუხსნეს, რომ მაკულატურა არ არის ნაგავი. მაკულატურის შეგროვებით ვამცირებთ ხის ჭრის პროცესს. მეორეული ქაღალდი იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. გადამუშავებული მაკულატურისგან მზადდება სხვადასხვა პროდუქცია: შესაფუთი ქაღალდი, ქაღალდის ჩანთები, კონვერტები, მისალოცი ბარათები და სხვა.
შეგროვილ მაკულატურას ეკოკლუბი ჩააბარებს წიგნების მაღაზია "ბიბლუსს". სანაცვლოდ კი მიიღებს წიგნებს. წიგნებს გამოიყენებენ "რა, სად, როდის?" პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის გადასაცემად.