ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა შეიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხეები.
„შარშან დავწერე, საახალწლოდ ნაძვები არ მოჭრათ. ხალხმა კი თუ სადმე ბუნებრივი ნაძვი ნახოთ, არ იყიდოთ და მხოლოდ ხელოვნური ნაძვის ხეები იყიდეთ – მეთქი.
ამის გამო ვიღაც „ჭკვიანმა“დაწერა, „რამაზ გიგაური ხელოვნური ნაძვის ხეების ბიზნესშია და ამიტომ მოუწოდებს ხალხს, რომ ბუნებრივი ნაძვის ხე არ იყიდონო“.
წელსაც იგივეს ვწერ და უფრო მეტსაც – არ იყიდოთ ბუნებრივი ნაძვის ხე, რადგან თქვენ სახლში შეიტანთ „მკვდარ ენერგიას“. ეს არის საზიანო.
ნაძვის ხის მორთვა მოდის სიცოცხლის ხის მისტერიიდან, რომლის სიმბოლო ჩვენთანსაქართველოში იყო ნატვრის ხე.
გინახავთ, ვინმეს ნატვრის ხე მოეჭრას და სახლში წაეღოს?! მას უბრალოდ რთავდნენ და სურვილებს უთქვამდნენ.
ნაძვის ხე არის სიმბოლო და ამისთვის არ არის საჭირო ტყის გაკაფვა და ნაძვების განადგურება. ისევე, როგორც ბზობას არ არის საჭირო ბზების გაჩეხვა, მადლს თქვენს სახლში ქოთანში ჩარგული ბზაც კარგად შემოიტანს. ასე რომ, ნუ გაჩეხავთ ნაძვებს და ნუ იყიდით ახალ წელს ბუნებრივ ნაძვს“ – წერს ასტროლოგი.