წალენჯიხაში, სოფელ მედანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ჩატარდა მდინარე ჭანისწყლის სანაპიროს დასუფთავება, სადაც ჩართული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად. ეკოკლუბის წევრები თანატოლებისა და მასწავლებლების თანხლებით გაემართნენ მდინარის სანაპიროსკენ და დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია. შეგროვილი ნარჩენებიდან უმეტესობა არაბიოდეგრადირებადი იყო.
მდინარის სანაპიროზე ყველაზე დაბინძურებულ ტერიტორიაზე, მოსწავლეებმა განათავსეს მათი ხელით შექმნილი ბანერი წარწერით: "ნუ დავყრით ნაგავს!. სამწუხაროდ ამ სოფელში რადგან სოფელში ჯერ კიდევ არ არის ნარჩენების კონტეინერები. ნარჩენების გატანაში და სათანადო ადგილას განთავსებაში ბავშვებს მათი მშობლები დაეხმარენ.
მედანელი მოსწავლეების მიზანი იყო აემაღლებინათ ცნობიერება და აქტიურად ჩაერთოთ სასკოლო საზოგადოება ამ პროცესში, რაც ნაწილობრივ მიღწეულია. თუმცა ეკოკლუბელებნი იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს ერთი დღე მდინარისა და სასმელი წყლის სისუფთავის დასაცავად საკმარისი არ არის.