გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში განხორციელდა საინფორმაციო სემინარი, თემაზე: „პირველადი დახმარება“. საინფორმაციო სემინარში მონაწილეობა მიიღეს საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. მოწვეულ სტუმარს წარმოადგენდა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექთანი, აისელ აჯალიევა, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო, მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო პირველადი დახმარების შესახებ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია იმ პირველადი დახმარების შესახებ, რაც აუცილებელია გულის გაჩერების, გაგუდვის, სისხლდენის, მცირე ზომის დაზიანების დროს. ასევე, ისაუბრა მოწამვლის, მწერის, ძაღლის, გველის ნაკბენის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ; მოსწავლეებს გააცნო მოყინვის, ცხვირიდან სისხლდენის, მოტეხილობის, თვალის დაზიანების, მაღალი არტერიული წნევის შემთხვევისა და მათი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიდგომების შესახებ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ გადაუდებელი პირველადი დახმარების პრიორიტეტებს.
საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში, რომელიც უკავშირდებოდა პირველადი დახმარების აღმოჩენას სხვადასხვა ტრამვისა თუ შემთხვევის დროს.