ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ “მწვანე თაობის” წევრებმა სარაგბო გუნდ “არწივებთან” ერთად 24 იანვარს დაგეგმილი დასუფთავების აქცია განახორციელეს.
“მწვანე თაობის” წევრებმა მორაგბეებს დასუფთავების აქცის დაწყებამდე უსაფრთხოების წესები გააცნეს. დასუფთავების პროექტში ჩართული იყვნენ: გუნდ "არწივების" წევრები, მათი მშობლები და თემში მცხოვრები მოხალისე ახალგაზრდები. აქცის დასრულების შემდეგ ყველა გამოყენებული ნივთის ნაგვის ურნაში განთავსება მოხდა.
დასუფთავდა ტერიტორია, სადაც სკოლის მოსწავლე ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრებასა და ერთ-ერთი სპორტულ სახეობას - რაგბის შეისწავლიან. დასუფთავებისათვის საჭირო ნივთები სარაგბო გუნდ “არწივების” მწვრთნელმა შეიძინა.