მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე დიდ და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. კვლევებით ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი სახლში და სამსახურში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია. ამ პრობლემის საპრევენციოდ სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით უამრავი ღონისძიება ტარდება.
სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ კვირეულს შეუერთდა ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოლუბ "ეკო-აქტივისტების" წევრები და ქალაქის ცენტრში აღნიშნულ თემაზე კამპანია მოაწყვეს. კერძოდ, ეკოკლუბის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები, რომელზეც ძლიერი ქალების შესახებ ლოზუნგები გადაიტანეს. ასევე დაამზადეს ქართველი ცნობილი ქალების შესახებ პოსტერები.
ეკოკლუბელებმა საინფორმაციო ბუკლეტები ქუჩაში მოძრავ მოსახლეობას დაურიგეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ქალაქ ხაშურის საკრებულოს წევრებმა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმაც მიიღეს.