თბილისის 45-ე სკოლის ეკოკლუბმა წყლისა და ელექტროენერგიის რაციონალურ გამოყენებაზე კვლევა ჩაატარა

თბილისის 45-ე სკოლის ეკოკლუბ "მწვანე სიცოცხლის" წევრებმა სკოლის ბაზაზე ჩაატარეს კვლევა forms-ის  პლატფორმის საშუალებით. კვლევა ეხებოდა წყლისა და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენებას.

გამოკითხულთა შორის ძირითადი პრობლემა დაწყებით კლასებში გამოიკვეთა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ეკოკლუბელებმა შეიმუშავეს გეგმა და განახორციელეს კიდეც. სკოლის სივრცეში ჩაატარეს შეხვედრები, დაარიგეს საინფორმაციო ბარათები, შეხვედრები მოაწყეს როგორ საბაზო, საშუალო ასე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. კითხვა-პასუხის რეჟიმში შეეცადნენ თანატოლების ცნობიერების ამაღლებას და ამ შეთხვევაში სკოლის სივრცეში, ნორმის ფარგლებში, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირებას, აქვე გაამახვილეს ყურადღება სკოლის სხვა საჭიროებებზე.

ეკოკლუბის წევრები სამომავლოდაც გეგმავენ მსგავს აქტივობებს და ამაში მეგობარი სკოლების ჩართვასაც აპირებენ.