ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მეტამორფოზას“ წევრებმა აციების მიუხედავად მორიგი დაუფთავების აქცია დაგეგმეს და საამისოდ ქალაქ გორის ერთ-ერთ დასახლებაში (კომბინატის დასახლებაში) გაემართნენ ნაგვის ჩასაყრელად განკუთვნილი პარკებით შეიარაღებულები.
ეკოკლუბელებს ეს ტერიტორია მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგავით საშინლად დანაგვიანებული დახვდათ. მინისა თუ პლასტმასას ბოთლები, ქაღალდები, თუნუქის ქილები და ათასი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ნაგავისგან გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია და ხელთათმანებით და ნარჩენების ჩასაყრელი პარკებით „შეიარაღებულებმა “ აღნიშნული ტერიტორიიდან გამოიტანეს და ურნაში მოათავსეს სხვადასხვა სახის ნარჩენი.
მოსწავლეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ადამიანების ასეთ დაუდევარ საქციელზე, როდესაც ახლოს ამდენი ნაგვის ურნაა, მოქალაქეებს რატომ უნდა ეძნელებოდეთ ნაგავის ადგილამდე მიტანა და ჩაყრა. ეკოკლუბელებს გაუჩნდათ სურვილი, კვლავ ეწვიონ ამ ადგილს და გააკეთონ წარწერები გაფრთხილებით, რომ მოსახლეობამ მომავალში მაინც აღარ დაანაგვიანოს.