ბათუმის "მეგასკოლის" ეკოკლუბმა სკოლის ტერიტორიაა გაამწვანა

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის  ფარგლებში  მაუმის "მეგასკოლის" ეკოკლუბმა სკოლის ტერიტორიის გამწვანებაზე იზრუნა.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლობით, "მეგასკოლის" მოსწავლეებს გადაეცათ ნერგები, რომლებიც თავად დარგეს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. გამწვანების აქციაში სკოლის  ეკოკლუბ, "green მეგას" წევრები  და მესამე კლასის  მოსწავლეები  ჩაერთვნენ, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, წვლილი შეეტანათ გარემოს გამწვანებაში. 

         

ეკოკლუბლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა. ჰაერის დაბინძურების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლმაა და ბავშვებს იმედი აქვთ, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით შეძლებენ მათი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამომავლო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.