კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში/შეჯიბრი. ინტელექტუალური თამაში შინაარსობრივად ეძღვნებოდა გარემოს დაცვას და ტექნიკურად ეს შესაძლებელი გახდა კაჰუტის/KAHOOT საშუალებით.
ამ ონლაინ-რესურსით შესაძლებელი გახდა კითხვების შედგენა და ბავშვების თანამონაწილეობა თანაბარ პირობებში საკუთარი ცოდნის გამოსავლენად. ამისათვის მონაწილეებს სჭირდებოდათ ზოგადი ცოდნა გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებაში, ბუნების სიყვარული და ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონი მონაწილეობის მისაღებად.
თამაშში გამოვლინდა გამაჯვებულები: პირველი ადგილი დაიკავა ანა სულამანიძემ, მეორე ადგილი ერგო ზაურ დევიძეს და მესამე ადგილზე გავიდა მარიამ გელაშვილი. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ CENN -ის მწვანე ჩანთის სიმბოლური საჩუქრები: ჰუდი, წიგნები, ბროშურები, ბლოკნოტები, კალმები, თერმოსები და სხვა.