შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე!

ახალი წლის დადგომას სამწუხაროდ თან ახლავს პიროტექნიკის აქტიური შეძენა და გამოყენებაბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ფოიერვერკებისა და საახალწლო ასაფეთქებლების შეძენა შეუზღუდავად შეუძლიათ. ბაზარზე სხვადასხვა სახის, სიდიდისა და სიმძლავრის პიროტექნიკა უპრობლემო იყიდება არასრულწლოვნებზე. სამწუხაროდ ბევრი ვერ აცნობიერებს თუ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს პიროექნიკის არასწორად გამოყენებამ, დამწვრობა, კიდურების, თვალის დაზიანება ის მცირედი ჩამონათვალია რისი მიზეზიც პიროტექნიკის არასწორი გამოყენებაა. აღარაფერს ვამბობთ ხმაურისგან დამფრთხალ (და არა მხოლოდ)  ცხოველებზე და  ფრინველებზე.

სწორედ ამიტომრამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს 1 საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბ  „მწვანე სამყარო“-ს წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შექმენეს ბუკლეტი “ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე“, რომლის მიზანი იყო ადამიანებს გაეანალიზებინათ პიროტექნიკით გამოწვეული საფრთხეები და ცნობიერების ამაღლების მიზნით ქუჩაში და ორგანიზაციებში მოსახლეობას დაურიგეს,

ეკოკლუბელები ასევე შეხვდნენ სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და მიაწოდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით.