ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მომავლის" წევრები ყოველ სეზონზე ზრუნავენ ფრინველებზე, განსაკუთრებით ზამთარში.
ეკოკლუბის წევრების ინიციატივითა და ორგანიზებით, ეკოსკოლის მოსწავლეებთან ერთად, ბავშვებმა შემოდგომის მიწურულს დარჩენილი ფრინველებისათვის საბუდარები დააამზადეს და სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს. ამით ბავშვები ზამთარში ჩვენთან დარჩენილ ფრინველებს დაეხმარებიან.
ეკოკლუბის წევრები იმისათვის, რომ უკეთ დაეხმარონ დარჩენილ ფრინველებს, ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ სოფლის ფრინველთა მრავალფეროვნებაზე, ამიტომ ეკოკლუბის წევრებმა შეისწავლეს ადგილობრივ პირობებში გავრცელებული ფრინველები: ოფოფი, კოდალა, სახლის ბეღურა, მერცხალი, შაშვი და სხვა... ასევე მიმომფრენი ფრინველები. გაეცვნენ რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროთ ფრინველებს. ეკოკლუბის წევრებს ბევრი საინტერესოა აქტივობაა აქვთ დაგეგმილი ფრინველებზე და მათ საოცარ მოგზაურობაზე.