"მოლაპარაკე მაისურები"

16 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით თბილისის N 6 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს პროექტი ,,მოლაპარაკე მაისურები". პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ამაღლდეს  გარემოს დაცვაზე ზრუნვის კულტურა, შეძლონ მოსწავლეებმა ნარჩენების მართვა.

ეკოკლუბის წევრებმა და მოხალისე მოსწავლეებმა "მოლაპარაკე  მაისურების" შექმნისათვის გამოიყენე თეთრი მაისურებიდა მასზე დააწერეს გამაფრთხილებელი გზავნილები, რითაც მოუწოდებენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას დაიცვან ბუნება, არ დაანაგვიანონ დედამიწა, დედამიწა ჩვენი სახლია და სხვა...

ეკოკლუბელებმა მაისურებზე მიაკვრეს ის ნარჩენები, რომლითაც ხშირად  დანაგვიანებულია გარემო. მაისურების დამზადების შემდეგ სკოლის დერეფანში მოაწყვეს გამოფენა, სადაც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

პროექტზე მუშაობის პროცესი მოსწავლეებითვის იყო საინტერესო და სახალისო და ბავშვები ცდილობდნენ მათ მაისურებზე წარწერები უფრო ინოვაციური და მეტყველი ყოფილიყო.