ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში ჩართულ მესტიის მუნიციპალიეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებ ,,დედამიწელების“ ინიციატივით, სკოლაში მაკულატურის შეგროვება დაიწყო. წლებია წვირმის საჯარო სკოლას არ გააჩნია მდიდარი ბიბლიოთეკა იმისთვის, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ შესაბამისი ლიტერატურა, რათა მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტებში. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა სოფიო ქუხილავამ სხვადასხვა გზას მიმართა. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო ,,მოგზაური წიგნების კლუბის ‘’ ჩამოყალიბება ფარის საჯარო სკოლასთან.
ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი ეკა წულუკიძე წვირმელებს უგზავნიდა საჭირო ლიტერატურას. მოსწავლეები კითხულობდნენ და უბრუნებდნენ ამ წიგნებს. ამჯერად ეკოკლუბის წევრებმა ახალი გამოსავალი გამონახეს. ბავშვები შეაგროვებენ მაკულატურას სკოლაში და გადაცვლიან მას ახალ წიგნებში, რომ გაამდიდრონ სკოლის ბიბლიოთეკა.
ამ მიზნით სკოლის შესასვლელში განათავსეს დიდი ყუთი, სადაც მსურველები მთელი სოფლიდან მოიტანენ მაკულატურას. ეკოკლუბს სკოლამაც გადასცა ჩამოწერილი წიგნები. ბავშვებს იმედი აქვთ, რომ მალე წვირმის სკოლას თანამედროვე, მდიდარი ბიბლიოთეკა ექნება.