ჩოხატაურის სოფელ ქვაბღის სკოლის ეკოკლუბმა მდინარე გუბაზეულის სანაპირო დაასუფთავა

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში  ეკოკლუბელების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო მდინარე გუბაზეულის დასუფთავების აქციის ორგანიზება და განრიგის შედგენა. მოსწავლეებში სუფთა წყლის მნიშვნელობის გაცნობიერება და საკუთარი როლი წყლის მოხმარების პროცესში. მოსწავლეებმა ერთად მოიფიქრეს სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ მდინარის დასუთავების აქციის გამართვის თარიღზე, შეარჩიეს დასასუფთავებელი მონაკვეთი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ისაუბრეს რომ  წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია.თუმცა ამ მნიშვნელოვან ელემენტს უდიდესი საფრთხე ემუქრება დაბინძურების გამო, ეს დაბინძურებული წყლები ჩაედინება მდინარეებში, ზღვებში, ოკეანეებში და ანადგურებს იქ მობინადრე ორგანიზმებს.    

მოსწავლეები აქციის დღეს გამოცხადდნენ შესაბამისი ჩაცმულობითა და საჭირო ნივთებით. ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მხოლოდ თვითონ ჩართულიყვნენ დასუფთავების პროცესში და მაგალითი მიეცათ თანატოლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მუშაობის ეკოკლუბელებმა შერჩეული მონაკვეთი გულმოდგინედ დაასუფთავეს. შეგროვილი ნარჩენები მოათავსეს პოლიეთილენის პარკებში და შემდეგ ტომრებში. ნარჩენებით სავსე ტომრები კი მოათავსეს სანაგვე ურნებში.

აქციის შემდეგ სოფელში ბევრი მოხალისე გამოჩნდა, რომლებსაც სურთ მსგავს აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა და გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა. ქვაბღის სკოლის ეკოკლუბი კიდევ აპირებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას.