ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოკლუბები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდნენ. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო მსვლელობა, რომელშიც ჭიათურის მერმა, მერის პირველმა მოადგილემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე ქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ,,ფლეშ-მობი'' და პერფორმანსი ,,ქალი არ არის სამიზნე''. ამავე სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ნახატები, რომელიც ძალადობის თემას ასახავდა.
პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა. მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ერთად ვიმოქმედოთ თითოეული ადამიანის დასაცავად.