რატომ არ უნდა ვიხმაროთ ნატურალური ბეწვის სამოსი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მეტამორფოზას“ წევრებმა  და ამავე კლუბის „რეინჯერებმა“  ნახეს ვიდეოფილმი "თიმსის პლატფორმაზე" „რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს“.

ფილმის ნახვის  შემდეგ XI კლასის მოსწავლემ ლიზი სიჭინავამ გადაწყვიტა მოეძია ინფორმაცია თუ როგორ მზადდება ნატურალური ბეწვის სამოსი და მოამზადა პრეზენტაცია. „რეინჯერებმა“ მოისმინეს ლიზი სიჭინავას პრეზენტაცია. მოსწავლემ ვრცლად ისაუბრა ბეწვის სამოსის აქტუალურობასა და მის წარმოებაზე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს. ლიზიმ მოუთხრო მსმენელებს ცხოველების მდგომარეობაზე, რომელთა სიცოცხლე განწირულია ადამიანების შესამოსად, ჩვენი სილამაზისა და კომფორტისათვის. ეკოკლუბელმა ასევე ისაუბრა როგორ გამოყავთ ხელოვნურად ცხოველები და შემდეგ როგორ ხოცავენ მათ ნატურალური ბეწვის სამოსის მისაღებად.

მოსწავლემ ისაუბრა ალტერნატიულ გზებზე და ეკოლოგიურ ჭრილში განიხილა ამ ბიზნესის უარყოფითი მხარეები. საუბარი დასრულდა პრობლემის სიღრმისეული განხილვით.