ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "აწყურელი რეინჯერების" წევრებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, თემის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა 14 ძირი ვერცხლისფერი ნაძვის ნერგი დარგეს აწყურის სკოლის ტერიტორიაზე. ვერცხლისფერი ნაძვები 70-იან წლებში იყო დარგული და მათი ხმობა უკანასკნელი წლების მანძილზე მოხდა.
კლუბის წევრები დაინტერესდნენ პრობლემით და წამოიწყეს პროექტი "ვერცხლისფერი ნაძვი". შეისწავლეს მისი თესლის მიღების, ნერგის გამოყვანის პირობები. მოკვლევით დაადგინეს ხმობის მიზეზიც - ნაძვებს აქვთ დაავადება " ქერქისმბეჭდავი ტკიპა". საჭირო გახდა მათი ჩანაცვლება ახალი ნერგებით. ნერგები ბავშვებს საჩუქრად ადგილობრივმა ბიზნესმენმა, სოფლის მკვიდრმა გადასცა. დარგული ნაძვები სახელობითია და მათზე ზრუნვა თითოეულ კლასს დაევალა.
მომავალში კლუბის წევრები თვითონ შეეცდებიან ვერცხლისფერი ნაძვის თესლის მიღებას და ნერგების გამოყვანას.