ერთი სვავის გზა ვაშლოვანიდან ირანამდე

სვავი სახელად მიხო, ირანის საზღვრამდე ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად დამონტაჟებული გადამცემით გახდა ცნობილი, რომელიც სვავს ევრო-დიპლომის მფლობელ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, პროექტის „ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში დაუმაგრდა. პროექტს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ესტონურ არასამთავრობო ორგანიზაცია „არწივის კლუბთან“ ერთად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ინიციატივა ფრინველებზე მონიტორინგის საქმიანობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 4 წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)