თბილისის 45-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის (რომელიც ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა) დღის წესრიგში სკოლის შიდა ეზოს კეთილმოწყობა დადგა. ეზო სკოლის რემონტის მიმდინარეობისა და მის შემდგომ განხორციელებული სამუშაოებისას ძალიან დაბინძურდა. რემონტის მომდინარეობისას განსაკუთრებით დაზიანდა, როგორც ბაღის სივრცე, ასევე ნარგავები და მის ირგვლივ არსებულ ნიადაგი, მასში დიდი რაოდენობით მოხვდა სამშენებლო მასალების ნარჩენები.
კლუბის წევრებმა პირველ რიგში მოიმარაგეს ნარჩენების მოსაწესრიგებლად საჭირო ნივთები, შემდეგ ნარგავები და მიწის ზედაპირი გაასუფთავეს სამშენებლო ნარჩენებისგან. აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ კლუბის წევრები, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეებიც ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ სამუშაოებში.
45-ე სკოლის ეკოკლუბელები ამბობენ, რომ სკოლის ეზოში სამუშაოები ამით არ სრულდება და სამომავლოდ ინტენსიურად გაგრძელდება სკოლის ბაღის მოვლა-პატრონობა.