გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, 4 ნოემბერს მარტვილის ერიაში მიიწვიეს. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბება.მარტვილის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭო და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი იქმნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი მარინე თოფურია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი ყურუა და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ხედვა შემუშავდა. გაიწერა სტრატეგიის მიზნები და ამოცანები.დოკუმენტის შექმნის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის) შემუშავება და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, "ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად მოქმედებს.