დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ, "მარადმწვანეს" წევრები სტუმრად ეწვივნებ სოფელ არხილოსკალოს რწმუნებულს, იოსებ კობაიძეს. მოსწავლეებს აინტერესებდათ სოფელში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი ინფასტრუქტრული პროექტები. ბავშვების დასმულ კითხვებს რწმუნებულმა ამოწურავი პასუხები გასცა.
ისაუბრეს სოფელში გზების, ასევე საჭიდაო დარბაზის მშენებლობის შესახებ, რომელიც მათი თანამემამულის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. თავის მხრივ ეკოკლუბელებმა რწმუნებულს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა და დახმარება სთხოვეს ერთ-ერთი აქტივობის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ნერგების დარიგებას მოსახლეობაში ცენტრალური ქუჩის გასამწვანებლად.
რწმუნებულმა ეკოკლუბელებს აღუთქვა დახმარება, რომ სოფლის თვითმმართველობა ნერგებს აუცილებლად შეიძენს, ხოლო ეკოკლუბელები ამ ნერგებს დარგავენ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ამის საჭიროება იქნება და მათ მოვლასა და დაცვაზეც იზრუნებენ.