ქართული საგანმანათლებლო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინას

file:///C:/Users/levan.sebiskveradze/Desktop/%D0%92%D1%96%D0%B4%D0%BA%D1%80%D0%B8%D1%82%D0%B8%D0%B9-%D0%BB%D0%B8%D1%81%D1%82-%D1%81%D0%BE%D0%BB%D1%96%D0%B4%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%BE%D1%81%D1%82%D1%96-%D1%82%D0%B0-%D0%BF%D1%96%D0%B4%D1%82%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%BA%D0%B8-%D0%A3%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%97%D0%BD%D1%96-%D1%82%D0%B0-%D1%83%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%97%D0%BD%D1%81%D1%8C%D0%BA%D0%BE%D0%BC%D1%83-%D0%BD%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B4%D1%83%20(1).pdf

24 თებერვალს რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულმა მოსპობამ მთელს ქართულ საზოგადოებაზე ჰპოვა ასახვა. უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობამ, რომლებსაც წლების მანძილზე საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსული აგრესია და იმპერიალიზმი.

უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველთა შორის იყვნენ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის მონაწილე საქართველოს სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოსწავლეების ინიციატივით, უკრაინისადმი მხარდამჭერი წერილი დაიწერა, რომელსაც ხელი საქართველოს ათეულობით სკოლის წარმომადგენელმა მოაწერა. 

მხარდამჭერ წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე და მიუხედავად რუსეთს მხრიდან მუდმივი ტერორისა, უკრაინა შეძლებს გაიმარჯვოს ამ უთანასწორო ბრძოლაში და დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფალი არჩევანი!

აღნიშნული წერილი ითარგმნა უკრაინულ ენაზე და უკვე გაიგზავნა საქართველოში უკრაინის საელჩოსა და უკრაინის განათლების სამინისტროში.

საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოება (კერძო და საჯარო სკოლები: მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები) მხოლოდ მხარდამჭერი წერილით როდი შემოფარგლულან. ჩვენი ქვეყნის ასეულობით სკოლაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბავშვები თვეების მანძილზე აგროვებდნენ თანხას და ჰუმანიტარულ პროდუქტებს ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად. მესტიდან-ხულომდე, დედოფლისწყაროდან-ფოთამდე და დუშეთიდან-წალენჯიხამდე ათასობით მოსწავლე დადიოდა სოფელ-სოფელ და ნაცნობებს თუ უცნობებს უკრიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

თანდართული დოკუმენტის სახით გთავაზობთ უკრაინულ ენაზე თარგმნილ მხარდამჭერ წერილს, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, უკრაინის საელჩოს და განათლების სამინისტროს გადაეგზავნა.

წერილის მომზადებისა და სკოლებთან კომუნიკაციის პროცესში მადლობას ვუხდით ბატონ ლადო აფხაზავას, "წლის მასწავლებელი 2019"; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი.

Відкритий-лист-солідарності-та-підтримки-Україні-та-українському-народу (1).pdf