10 დეკემბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამტავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN- ის ორგანიზებით აფხაზეთის სკოლებისათვის ფოტოტური მოეწყობა კოლხეთის ეროვნულ პარკში.
აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეები გაეცნობიან კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას. გავლენ სანაოსნო ტურისტულ მარშრუტზე ,,პალიასტომი- ფიჩორი’’, ფოტოინსტრუქტორის დახმარებით გადაიღებენ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების საინტერესო ფოტოებს.
ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები არიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რესურსების დაცვის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და აფხაზეთის განათლების სამინისტრო.