მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ "გამონათების" წევრებმა მარადისში გამართულ ფესტივალში არამარტო უბრალოდ მონაწილეობა მიიღეს, არამედ წინასწარ ითხოვეს ნებართვა, რომ მათთვის გამოეყოთ კუთხე თავისი მაგიდებით და თვითონაც გამოფენდნენ და გაყიდდნენ საკუთარი ხელით მომზადებულ პროდუქტებს.
გამონათების წევრები ფესტივალზე 2 საათით ადრე მივიდნენ, მათი კუთხე გააფორმეს წარწერებითა და წინასწარ ამობეჭდილი 16 წლის ნიკოლოზ მახათაძის ფოტოთი. ნიკოლოზ მახათაძე შშმ პირია, რომელსაც მზრუნველად მხოლოდ 62 წლის ბებია ჰყავს. ნიკუშას ხშირად ეხმარებიან "გამონათების" წევრები. ამჯერადაც გამოფინეს და გაყიდეს თავიანთი ნახატები, გამოაცხეს და გაყიდეს 150 ნაჭერი პიცა, გაყიდეს საკუთარი ხელით მოქსოვილი მარწყვის ფორმის ხელმოსაკიდები.
ეკოკლუბ "გამონათების" წევრებმა ფესტივალზე წარმოადგინეს საცეკვაო ორი ნომერი. სულ შეგროვდა 155 ლარი, რომელსაც გადაურიცხავენ ნიკოლოზის ბებიას.
გარდა იმისა, რომ "გამონათების" წევრები ძალიან კეთილ და ჰუმანურ საქმიანობაში არიან ჩართულები, მათთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან.