ქობულეთში (სასტუმრო სანაპიროში), აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებისათვის, პროექტ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო ტრენინგები თემაზე „მუნიციპალური სამსახურის გაძლიერება მწვანე საფარის (გამწვანება, ტყეები) მართვაში“
ტრენინგის მიზანია მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერა მწვანე საფარის მართვაში. ამ მიზნით, ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მომზადდა სამართლებრივი პაკეტის პროექტი თვითმმართველობებში ე. წ. „გამწვანების სამსახურების“ სისტემის გასაუმჯობესებლად.
მოწვეული სპეციალისტები (პ.გ. ხის მოვლისათვის საქართველოში) მონაწილეებს 10 დღის განმავლობაში გააცნობენ, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ხასიათის სწავლებებს შემდეგ საკითხებზე: მწვანე საფარი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, გამწვანების სამსახურის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების ნორმები და მეთოდები, ბაწრით ხეზე ცოცვის მეთოდოლოგია, ჭრისა და სხვლის მეთოდები და ფორმები, მიღებული მწვანე ნარჩენების მართვა და განთავსების საკითხები, ევროპული შეხედულებები და სხვა.
.ტრენინგი ტარდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.