დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის ეკოკლუბ "პანგეას" წევრები სტუმრად ეწვივნენ ლაფანაანთკარში მცხოვრებ ახალგაზრდა თვითნასწავლ ხელოვანს ნათია არაბულს. იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თავისი გამორჩეული უნარებით მეორად ნივთებს ხანგრძლივ სიცოცხლეს ანიჭებს.
ნათიამ ამ საქმიანობით დაინტერესებულ ეკოკლუბელებს თავისი ნამუშევრები დაათვალიერებინა, გამოცდილება გაუზიარა. მათ ერთად რამდენიმე დეტალიც დაამზადეს. ფერად-ფერადი სასახლეები, ქოხები, სოკოები, პეპლები, ყვავილები, ეტლი - თითოეული განსაკუთრებული ფორმებით და ფერთა შეხამებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, თუ რა მასლას იყენებენ, რა დროს ანდომებენ ერთი ნივთის დამზადებას და ხდება თუ არა ამ ნივთების რეალიზაცია.
ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდა ხელოვანი დროდადრო მოამარაგონ ზოგიერთი საჭირო მასალით, მის საქმიანობას სოციალურ ქსელში გაუწიონ პოპულარიზაცია და სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ თხოვნით, სკოლაში სამომავლოდ შეიქმნას სახელოვნებო წრე, რომელსაც ნათია უხელძღვანელებს. ეკოკლუბელებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს სჭირდება ხელისშეწყობა და დაფასება.