ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კორუფციული გარიგებით ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო მოთხოვნილი თანხის ნაწილი წინასწარ აიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი აჭარის სატყეო დეპარტამენტში გააკეთეს. ჯუმბერ აბულაძის თქმით, რეგიონში ხე ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები ბევრია, თუმცა დეპარტამენტი შესაბამისი სამსახურების დახმარებით ცდილობს იმოქმოდოს კანონის შესაბამისად.
იხილეთ ტელეკომპანია "tv25"–ის სიუჟეტი ამ ფაქტთან დაკავშირებით:
https://www.youtube.com/watch?v=A4R3TLjgsuU