მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა კიდევ ერთ კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება. ეკოკლუბელები ჩაერთვნენ სლოგანების კონკურსში, რომელიც უშუალოდ გენდერულ თანასწორობას უკავშირდებოდა. მარადისის საჯარო სკოლიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ მცირე წამახალისებელი პრიზები.
გამარჯვების შედეგად მოპოვებული ფინანსებით ეკოკლუბელებმა შეიძინეს რესურსები, რომლების საშუალებითაც ძველი ნივთებიდან ახალ ნივთებს შექმნიდნენ. ბავშვებმა მუყაოს გამოყენებით შექმნეს სახლი, ბოთლებით შექმნეს ნაგვის ურნა, რეზინის გამოყენებით კი საქანელა. ნივთები ძალიან ლამაზი გამოვიდა და ნარჩენებისგან სხვა მაკეტებიც მომზადდა.
მარადისელი ეკოკლუბელები სამომავლოდ კიდევ გეგმავენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას.