ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" წევრები განაგრძობენ დასუფთავების აქციებს. მათ ამჯერად დაასუფთავეს კულტურის სახლის ახლოსმდებარე პატარა სტადიონი, სადაც თავს იყრის ახალგაზრდობა. ბავშვები ხშირად თამაშობენ ფეხბურთს, კალათბურთს და სხვა სპორტულ თამაშებს .
ტერიტორია ერთი შეხედვით თითქოს არ იყო დანაგვიანებული, მაგრამ როდესაც ეკოკლუბელები მის შემოგარენს გაუყვნენ, აღმოჩნდა, რომ სავსე იყო პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ბოთლებით, სიგარეტის ნამწვავებით, გატეხილი ბოთლების ნამსხვრევებით და ნარჩენებით. სტადიონის სიახლოვეს კი დგას ურნები, მაგრამ ნარჩენები ძირს ეყარა.
ეკოკლუბელებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ნარჩენები ჩაყარეს პარკებში და შემდეგ მოათავსეს იქვე ახლოსმდებარე ურნებში.