ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მოაწყო მორიგი დასუფთავების აქცია. დასასუფთავებელ ობიექტებად შეირჩა სოფელ კეხიჯვარშ არსებული რამდენიმე ტერიტორია.
თავდაპირველად დასუფთავება დაიწყეს სკოლის ეზოს ტერიტორიით, რადგან ეკოკლუბელების აზრით, სკოლის ეზო მუდამ დასუფთავებული უნდა იყოს, რათა ეს მაგალითი გახდეს თითოეული მოსწავლისთვის.
შემდეგ დაასუფთავეს სოფლის თავშეყრის ადგილი. ბავშვებისთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ის არის, რომ სისტემატიურად ხდება ამ ადგილების დასუფთავება და ყოველ ჯერზე ნაგავს ისევ ყრიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ეკოკლუბები კვლავ აგრძელებენ მსგავს აქციებს და იმედი აქვთ, რომ ეს საბოლოო ჯამში მაინც გამოიღებს შედეგს და კეხიჯვარი სუფთა და მოვლილი სოფელი გახდება.