სასკოლო კვლევა გენდერულ კალკულატორზე

ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სკოლაში გენდერულ თანასწორობაზე ჩაეტარებინათ კვლევა. მათ აინტერესებდათ არიან თუ არა ქალები დისკრიმინაციის მსხვერპლი, სმენიათ თუ არა სკოლის მოსწავლეებს გენდერულ დისკრიმინაციაზე და სხვა...

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 60 ადამიანმა. პირველი საკვლევი კითხვა იყო: გსმენიათ თუ არა ინფორმაცია გენდერულ სტერეოტიპებზე. გამოკითხულთა 34 %ა უპასუხა, რომ ხშირად სმენია, 4% უპასუხა, რომ იშვიათად სმენია, ხოლო 22% ფიქრობს, რომ  სმენია, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება.

2 კითხვა: დაგითვლიათ თუ არა დიასახლისის შრომა? ამ კითხვაზე უმრავლესობამ უპასუხა, რომ არასოდეს დაუთვლიათ, რომ დიასახლისის შრომა შეუფასებელია.

3 კითხვა: პანდემიის დროს, ჩაკეტვას და კარანტინს მოჰყვა თუ არა ოჯახური ძალადობის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური) ფაქტების რაოდენობის ზრდა? ამ კითხვაზე გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ დიახ, უმცირესობა კი ფიქრობს რომ მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა.

4 კითხვა: იქნება თუ არა ეფექტური რეფორმების გატარება იმ მიზნით, რომ ქალებს მიენიჭოთ მამაკაცებთან გათანაბრებული უფლებები? გამოკითხულთა 81% ფიქრობს, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება, 19% კი აფიქსირებს, რომ შედეგიანი არ იქნება და რეალობა არ შეიცვლება.

მოსწავლეებმა კვლევის შედეგები შეაჯამეს, გააცნეს სკოლის საზოგადოებას, გამოიკვლიეს რა საჭიროებები დგას გენდერულ საკითხებზე ქართულ საზოგადოებაში. გადაწყვიტეს ამ თემაზე მომავალშიც იმუშაონ და დაგეგმეს სასკოლო აქტივობები სკოლის მოსწავლეებისთვის.