"წლის სელფი" თეთრთავიან არწივთან

ონტარიოელი ძმები მაიკლ ფლეტჩერი და მისი ძმა ნილი მწყერზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ნანადირევის ნაცვლად იქედან უცნაური ფოტოსურათით დაბრუნდნენ, რომელმაც ისინი ერთ დღეში გახადა ინტერნეტ-პოპულარულები. image ტყის სიღრმეში შესვლისას ძმებმა უცნაური ფრინველი შენიშნეს, რომლის მსგავსიც არასოდეს ენახათ. image როცა ისინი ახლოს მივიდნენ, ეს უბრალო ჩიტი კი არა, უიშვიათესი თეთრთავიანი არწივი აღმოჩნდა, რომელიც ერთი ფეხით ხაფანგში იყო გაბმული და მთელი ძალით ცდილობდა იქედან თავის დაღწევას. ფრინველი ბევრი ბრძოლისაგან არაქათგამოცლილი ჩანდა.მაიკლი და ნილი ფრინველს მიუახლოვდნენ, მაიკლმა ქურთუკი გაიხადა, მათ მოახერხეს ქურთუკის გადაფარება არწივზე და მისი ფეხის გათავისუფლება ხაფანგიდან. მაიკლს ტელეფონი გვერდით ედო, რათა ეს სცენა ვიდეოზე დაეფიქსირებინა, ამ დროს ნილს შესანიშნავი აზრი მოუვიდა: "მოდი, სელფი გადავიღოთ!"-უთხრა მან ძმას. და აი შედეგიც: ორი კანადელი ყმაწვილი და მათ გვერდით თავმომწონედ მომზირალი თეთრთავიანი არწივი. "ყველა გვეუბნება, რომ ეს წლის სელფია"- ამბობს მაიკლი. image აღშსანიშნავია, რომ ახლოდან ფრინველის თვალები საოცრად გამოყურება, ხოლო მისი ზომები მართლაც რომ შთამბეჭდავია. image შემდეგ ნილმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფრინველი გაათავისუფლა. რაც შეეხება ნადირობას, ძმები სახლში ხელცარიელები, მაგრამ გახარებულები დაბრუნდნენ.