გორის სოფელ ტინისხიდის სკოლის ეკოკლუბელები გარემოს სისუფთავეზე ზრუნავენ

გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლაში ეკოკლუბის ჩამოყალიბებამდეც ყოველთვის ზრუნავდნენ სკოლის ეზოს, ბაღის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე. ეკოკლუბის ჩამოყალიბების შემდეგ, ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩატარდა გამოკითხვა სკოლის და მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის დონის განსაზღვრის შესახებ.

ტინისხიდის სკოლა კოპწია და მოვლილია, მაგრამ მოსწავლეებმა იციან, რომ სისუფთავეზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა. ყველა მოსწავლე აქტიურად გამოთქვამს სურვილს სკოლის ეზოსა და ბაღის საკუთარი ხელით დასუფთავების შესახებ და ახლა, გაზაფხულის მოსვლამ და ტემპერატურის მატებამ უკვე საშუალება მისცა აქტიურ ფაზაში გადაეტანათ მათი სურვილები.

მოსწავლეებს და მათ მშობლებს უფრო მეტად სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება აწუხებთ, რადგან ქარს გარედან შეაქვს სკოლის ბაღსა და ეზოში სხვადასხვა ნაგავი. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა მასწავლებლების ჩართულობით, საკუთარი ხელით შეაგროვეს სხვადასხვა სახის ნარჩენები სკოლის ბაღში, ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ტინისხიდელი მოსწავლეები ამობენ, რომ ასეთი დასუფთავების აქციები პერმანენტულად გაგრძელდება სწავლის დასრულებამდე.