გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მტაცებელმა ცხოველმა ჯავახიშვილების ოჯახს ცხვრები დაუგლიჯა. ჯავახიშვილების ოჯახი სოფლის განაპირას ტყის მიმდებარედ ცხოვრობს. განადგურებულია 9 სული ცხვარი.
როგორც გამგებლის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე აცხადებს,, მტაცებელი ცხოველი სავარაუდოდ მგელი იყო და მგლების მხრიდან თავდასხმა სოფელში სხვა დროსაც მომხდარა.
ჯავახიშვილების ოჯახი დახმარებას და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ითხოვს.