ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, დედოფლის წყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა და მოსწავლეებთან ისაუბრეს ნარჩენების დაშლის შესახებ. ბავშვებს აინტერესებდათ გამოეკვლიათ თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას.
როგორც ვიცით ნარჩენები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხმელეთისა და წყლის დაბინძურებას ათასობით ცხოველი ეწირება. განსაკუთრებულად საშიშია პლასტმასის ნარჩენები. ეკოკლუბის წევრმა, მარიამ კვესაძემ შექმნა გრაფიკული ნამუშევარი, თუ რა დრო სჭირდება და რომელიმე საგნის თუ საკვების დაშლას. გრაფიკულ ნამუშევარში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით გვიან იშლება პოლიეთილენის ჭიქები, კონტეინერები და საბურავები.
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს თუ რატომ არის მნიშნელოვანი, რომ არ დააბინძურონ გარემო, არ გადაყარონ ნარჩენები და ასევე ზოგიერთ ნარჩენს შეიძლება აჩუქონ მეორე სიცოცხლე და შექმნან საინტერესო ნივთები.
ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკოკლუბის წევრები და მეოთხე კლასის მოსწავლეები.