დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს ტრადიციული დასუფთავების აქცია. დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, რომლებმაც ასევე ყვავილებიც დარგეს და გაალამაზეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების შემდეგ, ბავშვებმა დასვენეს და გამართეს დისკუსია თემაზე: "რატომ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას და ჩვენს გარემოს?''. ისაუბრეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მცენარეების მნიშვნელობაზე. შექმნეს ნახატი, რომელზეც ასახულ იქნა საქართველოსათვის დამახასიათებელი კოლხური ტყე, ჭალის ტყე და მთის ტყე.
ეკოკლუბელებმა გაითვალისწინეს თითოეული ეკოსისტემისათვის დამახასიათებელი ცოცხალი და არაცოცხალი ფაქტორების დამახასიათებლები. გაიხსენეს რომელი ცხოველები და მცენარეები ბინადრობენ ამ ტყეებში, რომელი მათგანია გადაშენების საფრთხის წინაშე, რომელია შეტანილი საქართველოს ,,წითელ წიგნსა'' და ,,წითელ ნუსხაში''.