ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
ეკოკლუბელმა ზურიკო გრიგალავამ უმცროსი მეგობრებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - კოლხური ბზა. ის მოსწავლეებს ესაუბრა კოლხური ბზის მორფოლოგიურ, ფიზიოლიგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებზე. ზურიკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბზას არამარტო რელიგიული დანიშნულება, არამედ სამშენებლო, სამრეწველო და ფარმაკოლოგიური დანიშნულებაც გააჩნია. ბოლოს მოსწავლეებს აჩვენა თუ როგორ არის შესაძლებელი ბზის დაკალმება სახლის პირობებში, რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია და აღნიშნეს, რომ აუცილებლად გამოიყენებენ ამ ინფორმაციას სახლში ბზის დადაფესვიანებლად. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ადრე დაფესვიანებული ბზის ნერგები მოსწავლეებმა ღია გრუნტში გადაიტანეს.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკოკლუბელმა მარიამ კვანტალიანმა, ძმასთან ლუკა კვანტალიანთან ერთად სახლში დაფესვიანებული ბზები მოსახლეობას დაურიგეს. მათ ადგილზე აუხსნეს ბზის დაკალმების და მოვლის წესებიც. აღნიშნული აქტივობების მიზანს კოლხური ბზის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გამრავლება-გავრცელების მიმართულებით ხელშეწყობა წარმოადგენდა.