შულავერის N1 სკოლის ეკოკლუბლებმა დამეა-გეურარხის ტყე დალაშქრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ "გამონათების" წევრები ჩართული არიან დედამიწის საათის ფარგლებში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ეკოკლუბებისთვის CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: "ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე" და ასრულებენ შესაბამის სხვადასხვა აქტივობებს. ჯგუფებად დანაწილებულები, ამზადებენ მანიფესტაციებს, ერთი ჯგუფი მუშაობს წყლის რესურსებზე, მეორე - ბიომრავალფეროვნებაზე.

ჯგუფი, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე  მუშაობს, დალაშქრა კასუმლო- ბეითარაფჩის ტყე. ახლა მათთან ერთად დამეა-გეურარხის ტყე დალაშქრეს სხვა მოსწავლეებმაც და ყველა ერთად მონაწილეობდა მცენარეების ამოცნობაზე. ისინი CENN-ᲘᲡ მიერ მიწოდებული მცენარეთა 812 სახეობის ამოცნობის ცნობარით ხელმძღვანელობენ. დალაშქრეს მთაც, ტყეც. მოსწავლეებმა, მათთვის უცნობ მცენარეებს, ფოთლებს, ყვავილებს გადაუღეს ფოტოები და დაბრუნებისთანავე ცნობარის მიხედვით იმუშავეს ამოცნობაზე. ფოტოებს დააწერეს სახეობები. როგორც აქტიურ გარემოსდამცველებს, თან ჰქონდათ პოლიეთილენის პარკები და უკან წამოსვლისას ყველაზე დაბინძურებული ადგილი დაასუფთავეს.

ბავშებს ჰქონდათ ბურთი და ცოტა დრო განტვირთვასაც დაუთმეს.